უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ლუგანსკის მახლობლად პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა.
„საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო უწყებაში.