დღეს, 6 იანვარს, კომენდატიის საათი ერთი დღით უქმდება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. შესაბამისმა უწყებამ გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაუშვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება.
მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.
კომენდატის საათი ერთი ღამით გაუქმდა 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის ღამეს მოიხსნა. .