ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი მეშვიდედ მოიგო

მსოფლიოში რეიტინგით მესამე, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი ზედიზედ მეოთხედ და საერთო ჯამში მეშვიდედ მოიგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერი, ავსტრალიელი, ნიკ კირიოსი 4-6; 6-3; 6-4; 7-6 (7-3) დაამარცხა.