გორში გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების ნაწილი გორის მერიასთანაა შეკრებილი და მერთან შეხვედრას ითხოვს.

ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. 

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.


ასევე წაიკითხეთ:

გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს