"ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს. პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია, ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.