ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილეს.

„მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. მათ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნები შექმნის შესახებ ისაუბრეს.