ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს

ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს. ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"კოვიდს მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს.

ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.