არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: მრევლს მოვუწოდებთ შობის ღამეს ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი შობის დღესასწაულზე, ტაძარში მისვლის მსურველ მრევლს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და პირბადე ატარონ.

"მრევლს ვთხოვთმაქსიმალურად დაცული იყოს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების ზომები, რაც დისტანციის დაცვას და პირბადით ყოფნას გულისხმობს. საღამოს 11 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, არქიდიაკონი წაიკითხავს ეპისტოლეს, დაიწყება საზეიმო მსახურება. რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ეს ელემენტარული ზომები, რასაც ვიცავთ პირველივე დღიდან, იყოს დაცული," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.