აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატმა რაფაელ ვორნოკმა გაიმარჯვა

რაფაელ ვორნოკი გახდა პირველი შავკანიანი სენატორი ჯორჯიიდან, მან არჩევნებში კელი ლოფრელი დაამარცხა, ამრიგად ერთი ადგილია დარჩენილი,რომელიც გადაწყვეტს თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს.

ხმების 98% დათვლილია, ბიულეტენების დათვლის შედეგად გამარჯვება დემოკრატმა კანდიდატმა მიიღო, რაფაელ ვორნოკი, პასტორი ჯორჯიიდან გახდება სენატის წევრი.

დემოკრატთა პარტიას კიდევ ერთი ხმა სჭირდება, რათა მიიღოს უმრავლესობა და გააკონტროლონ სენატი, თუ მათი კიდევ ერთი წარმომადგენელი მოხვდება სენატში,ასეთ შემთხვევაში, ძალთა თანაფარდობა 50 50-ზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მიიღებს გადამწყვეტ ხმას, მას შემდეგ, რაც 20 იანვრიდან, კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი დაიკავებენ თანამდებობებს.

თუ რესპუბლიკელები დარჩენილ ადგილს მიიღებენ,მათ ვეტოს უფლება ექნებათ ბაიდენის პოლიტიკურ და სასამართლო დანიშნულ პირებზე, ისევე როგორც მის ბევრ საკანონმდებლო ინიციატივაზე,ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური დახმარება კორონავირუსის პანდემიის დროს, კლიმატის ცვლილებები, ჯანდაცვა და სისხლის სამართალი.