მეუფე იაკობი: ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა

ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოექცა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თემას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა.

„ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ? ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.


ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.