კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაზე ატომური დარტყმის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ, მან 11 ივლისს "Фейгин Live" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა, ამ დროისთვის ასეთ ნაბიჯს სიგიჟედ მიიჩნევს. „მე ვხედავ ზოგიერთ რუსულ დოკუმენტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ საუბარი უკრაინაზე ატომურ დარტყმას შეეხება და ყველა თანხმდება, რომ ეს სიგიჟეა და ამის გაკეთება დაუშვებელია . ეს დისკუსია რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში იმართება, - თქვა არსეტოვიჩმა.


 რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი