იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობდა.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
მისი თქმით დაინფიცირების პერიოდში პატიმარი უკვე გათავისუფლებული იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან.
“ჩვენ პასუხისმგებელი ვართ 9 000-მდე მსჯავრდებულის და მათი ოჯახების წინაშე, არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს. ყველა ის მექანიზმი და ფილტრი რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა," - აღნიშნა ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძემ.