აშშ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოების თანახმად, დეკემბერში მომხდარი კიბერშეტევების უკან რუსეთი იდგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ათზე მეტმა სააგენტომ შენიშნა საკუთარი მონაცემებზე წვდომის მცდელობა,მათი თქმით ჰაკერულმა თავდასხმამ მთავრობის სხვა ორგანიზაციებზეც იქონია გავლენა. თავდასხმა მიზნად ისახავდა მონაცემების მოპოვებას, დაზვერვის თანახმად, კვლავ მიმდინარეობს თავდასხმის დეტალების შეგროვება.

თვრამეტი ათასი მომხმარებელი, ვინც Solar Winds-ის შექმნილ, 'Orion- ის პროდუქტს იყენებდა, აღმოჩნდა სამიზნე შეტევის, თუმცა აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ გაცილებით ნაკლებმა შენიშნა თავდასხმის შედეგები, ფინანსთა სამინისტრო იყო ერთერთი პირველი,რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ინციდენტის გამჟღავნებიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ საკუთარი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა, თავდასხმაში მოსკოვი დაადანაშაულეს.

კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს.