დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა.
სამაშველო სამუშაო გრძელდება. „საღამოს 19:30-ის მდგომარეობით, იპოვეს კიდევ ოთხი ცხედარი. ნანგრევებიდან ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს სარაკეტო იერიში.