უკრაინაში სამი რუსი პოლკოვნიკი მოკლეს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინაში დაიღუპა რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი - ალექსეი ჰორობეცი, კანატ მუკატოვი და ალექსეი ავრამენკო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჰორობეცი რუსეთის ფედერაციის მე-8 არმიის შემადგენლობაში მე-20 მოტომსროლელი დივიზიის (ვოლგოგრადი) მეთაური იყო.  ავრამენკო - მე-20 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.