„უკრაინამ პოლონეთიდან Krab-ები მიიღო, რომლებიც ჩვენს მტერს ცეცხლით მძლავრად დააპურებენ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, კიევში პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის საკვანძო საკითხიც შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა.
„თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.