ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივია ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არიან დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პრემიერ-მინისტრი, დაქირავებული პროპაგანდისტები, ექსპერტები სამთავრობო კარის მომღერლები
"ქართული ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე უფრო ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, ომის დაწყებაში და ომის დაწყების მცდელობაში ბრალს დებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, იტალიას, შვეიცარიას, ჩეხეთს, ევროკავშირს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროპელ დიპლომატებს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს საქართველოში. „ერთიანი ნაციონალურ“ მოძრაობა“ აცხადებს, რომ თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის ტოტალური კონტროლისა და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, დღეს ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა იმ აღვირახსნილი კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს.
„ქართული ოცნების“ კამპანია სრულიად აშკარას ხდის იმ გარემოებას, რომ ეს ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს არც სასამართლოს რეფორმირებას, არც პოლიტიკური დევნის, არც მედიატერორის შეწყვეტას და არც დეოლიგარქიზაციას. შესაბამისად, ის არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რაც ანადგურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა წიკლაურმა.