საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა- "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს და საფრანგეთის ყოფილ მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.