პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას მარეგულირებელი 14 ივლისს გეგმავს.
ცნობისთვის, Starlink ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მომწყობილობა. შედეგად, დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა.
"SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 ივნისს, SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა.
წყარო - Bm.ge