ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. წყაროზე დაყრდნობით წერს Politico.

ვიქტორია ნულანდი ობამას ადმინისტრაციის დროს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

რა ვიცით ვიქტორია ნულანდის შესახებ?

1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით დაკავებული იყო რუსეთის საკითხებით, მისი მეზობლებით და ნატოს გაფართოებით. 1997-1999 წლებში იყო სახელმწიფო დეპარტამენტში პასუხისმგებელი იყო კავკასიის ქვეყნების საკითხებზე. 2000-2003 წლებში ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. ვიქტორია ნულანდი იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე და დაკავებული იყო გლობალური პრობლემებით, მათ შორის ერაყის, ავღანეთის, ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით.

2013 წელს ნულანდს ნათქვამი აქვს, რომ საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, 2012 წლის არჩევნების, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, ენერგიული მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების, მედიის მეტი თავისუფლების, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობისა და საგარეო პოლიტიკაში განგრძობადობის ჩათვლით.

ნულანდი ყოველთვის აქტიურად აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვიქტორია ნულანდმა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა 2014 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებში საგარეო ურთიერთობის კომიტეტის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ აშშ „ცდილობს, უზრუნველვყოს NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოება და მხარი დაუჭიროს ქვეყნებს წინა ხაზზე, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო".

ვიქტორია ნულანდი საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. 2013 წელი