აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ უაითვუდში წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე უხვმა ნალექმა 100-ზე მეტი სახლი დააზიანა. ამასთან, მეწყრულმა პროცესებმა რამდენიმე საავტომობილო გზა და ხიდი წალეკა.
სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟების 18 ერთეული მუშაობს.
ცნობისთვის, სტიქია რეგიონს ოთხშაბათს დაატყდა თავს.