ჩეხეთის პრემიერ მინისტრი: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზი არ იქნება

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, რომელშიც რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა ისევ არ შევა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ Reuters-ს განუცხადა, სანქციები, რომლებსაც ახლა დააწესებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, სავარაუდოდ აკრძალავს ოქროს იმპორტს, გააფართოებს ორმაგი დანიშნულების საქონლის სიას, რომლებიც აკრძალულია რუსეთში ექსპორტისთვის. პაკეტი ასევე მიზნად ისახავს უფრო მეტი პირისთვის სანქციების დაწესებას.

რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომელიც აცხადებს, რომ რუსული გაზი ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.