რატომ მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ჯერ პირობების შესრულება უწევს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა.
„ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება მოხდებოდა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მოხდებოდა, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ სამივე ქვეყანაზე მოსაზრება განსხვავებული იყო.
თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებებს ევროკავშირის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.