მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს.
„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, - განაცხადა სანდუმ.
მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ ამას უნდა დავიცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. დროა არ ეძებდნენ ალტერნატივებს, არ ჩადებდნენ ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში - იმიტომ, რომ მაშინ ეს არ იყო დაინტერესებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა მათ მოქალაქეებს“.
სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა მოემზადოს და სახლში თბოიზოლირება მოახდინოს. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მსჯელობს.