კარლ ჰარცელი: ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე

როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა.

„ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში ევროკავშირში იხილონ თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდე მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის.

მაგრამ, ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა შეკითხვის საპასუხოდ.

ასევე წაიკითხეთ