ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა

ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა, ხოლო 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს სევილიაში, ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის მე-3 სართულზე გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებს თავშესაფარი შესთავაზეს, რადგან ისინი იძულებულები იყვნენ, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ.