აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.
„აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება, რომ არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა და მზადაა, გამოიყენოს თავისი ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში.
ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც აშშ-ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია. „აშშ ადასტურებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა მარიონეტული თუ ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია კომუნიკეში.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ „აიღო ვალდებულება, განაგრძოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა“.