დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად £2,5 მილიონს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი 2,5 მილიონი ფუნტის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს 

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პაკეტი უკრაინის გენერალურ პროკურატურას ომის დანაშაულების გამოსაძიებლად დაეხმარება.

„უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების მტკიცებულებები და პირველი ანგარიშები, რაც მე მოვისმინე გადარჩენილებისგან, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხიერებაში. მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოს დაფინანსება დაეხმარება გენერალურ პროკურატურას ამ დანაშაულების გამოაშკარავებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა.