ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს

ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელი ყასიმ ტლეპოვი აცხადებს.

მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის.

  • მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება.

„ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან.  საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა.