"ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი Facebook-ზე წერს.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური.
„ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მეტ ტურისტს გაუღვივებს სურვილს ესტუმროს ზუგდიდს, ქალაქს სადაც ეს საოცარი სასახლე მდებარეობს.
მადლობა ამ პროექტის განხორციელებისთვის გიორგი კალანდიას და ლილი ბერაიას, სწორედ ქალბატონი ლილის დაუღალავი მუშაობის და ბატონი გიორგის ხელშეწყობის დამსახურებაა ჩვენი მუზეუმის მიღწეული წარმატებები.
მიჰყევით ბმულს და დაათვალიერეთ ჩვენი საგანძური“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.