კელი დეგნანის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ძალიან ბევრს მუშაობს, რომ პუტინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს ძალიან ბევრს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს, იქნება ეს საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ელჩის განმარტებით, ამისთვის შეერთებული შტატები ყოველდღიურად, ძალიან ბევრს მუშაობს.

კელი დეგნანის განცხადებით, ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია დაასრულოს ის.

„ჩვენ კი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატებული მომავალი და გახდეს, NATO-ს, ევროკავშირის და ევროატლატიკური ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელია პარტიაა სათავეში.

შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ეს იყო ასე ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში გამოიხატება. კერძოდ, ეს გულისხმობს უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვრის დაცვას, ეკონომიკის გაძლიერებას, ჯანდაცვას, განათლების სფეროს და ასე შემდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სურვილი შესრულდეს და მათ ჰქონდეთ განვითარებული, წარმატებული, სტაბილური ქვეყანა, რომელიც არის დასავლეთთან ინტეგრირებული.

ყოველთვის კარგია, როდესაც არჩეული პირები გამოხატავენ თავისი ამომრჩევლის ინტერესებს და ზრუნავენ მათ პრობლემებზე და მიმაჩნია, რომ თავად ამომრჩევლებიც ხედავენ ამას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სურს, ქვეყანა ინტეგრირდეს ევროკავშირში. შესაბამისად, ეს დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა იყოს მიმართული იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელიც ევროკომისიამ გასცა და რაც იქნება ერთგვარი ბილეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი და სწორედ ამას მოელის ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლება მის მიერ არჩეული პირებისგან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.  

ჟურნალისტებმა ელჩს ასევე ჰკითხეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ.

მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.