მილიარდერმა ბილ გეითსმა კვლავ დადო პირობა, რომ იქამდე დათმობს თავის ქონებას, ვიდრე „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების“ სიიდან საბოლოოდ არ ამოვარდება.
„მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ ის $20 მილიარდს, თავის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
- მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას აქვს „დავალება“ დაუბრუნოს თავისი რესურსები საზოგადოებას.
გეითსმა პირველად მსგავსი პირობა 2010 წელს დადო, რომ თავის ქონებას გასცემდა, მაგრამ მას შემდეგ, მისი კაპიტალი გაორმაგდა.
მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ამჟამად $118 მილიარდია, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც ივლისში ბილ და მელინდა გეითსის ფილანთროპიულ ფონდისთვის შემოწირულებას გაიღებს.
„მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა ყოფილ მეუღლესთან ერთად, ფონდი 2000 წელს შექმნა.