საქართველოში ევროკავშირის ელჩი და მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია სახალხო დამცველის აპარატს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ დიდი პოლიტიკური, ფინანსური, თუ საგანმანათლებლო დახმარებისთვის, რასაც უკვე წლებია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა უწევს სახალხო დამცველის აპარატს.
კარლ ჰარცელმა თავისი ღრმა პატივისცემა გამოხატა და სახალხო დამცველსა და მის აპარატს წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცედურულ და შინაარსობრივ პროცესებზე.