აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას 12-პუნქტიანი გეგმის და რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის მიმართ და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.