საფრანგეთში, ფრინველის გრიპის თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმ 200 000 იხვი მოკლეს

საფრანგეთში, ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმ 200 000 იხვი მოკლეს. გავცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, 400,000 კიდევ უნდა დახოცონ. აღნიშნული ინფორმაცია Euronews-ს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუდასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 61 ეპიდემია, მათ შორის 48 მხოლოდ ლანდესის ნაწილში.

ეპიდაფეთქებები ლანდესის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა, რომელიც არის " მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იხვებით" და განკუთვნილია Foie Gras-ის წარმოებისთვის, განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლოიკ ევინმა.

”სიტუაციის შესაფასებლად ექსპერტები შეიკრიბნენ. თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს”, - დასძინა ევინმა.