სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებებს თავად დაკავებული გოგაშვილიც ესწრება.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.