რომის პაპმა პრანცისკემ მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა.
პაპმა მორწმუნეებს მშვიდობა და იმედი უსურვა.
„სიყვარულით მოგმართავთ ჩვენს ძმებს და დებს, რომლებიც მათი ტრადიციის მიხედვით, შობას ხვალ აღნიშნავენ. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და იმედს“, – განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.