უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას Rus.lb.ua ავრცელებს.

აუკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, შეამოწმონ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია უცნობი წარმოშობის წამლებით შესაძლო ფარული ვაქცინაციის შესახებ.

"მე ვაქცინაციის მომხრე ვარ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, ვაქცინების პირველ ჯგუფს მიიღებენ ექიმები, რომლებიც მუშაობენ COVID-19- ის წინააღმდეგ. მეც გავიკეთებ ვაქცინას ჩემი ხარჯებით, მეორე ან მესამე ეტაპზე, როდესაც ოფიციალურად რეგისტრირებული ვაქცინა იქნება კლინიკებში", - თქვა პრემიერ მინისტრმა.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინაში საიდუმლოდ შეიტანეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა აცრა გაიკეთა.

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა ჩარტერული რეისით გასულ წელს შეიტანეს, რითაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე დეპუტატი აიცრა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნები ვაქცინის სანაცვლოდ 2,5 ათასს დოლარს იხდიან.

უკრაინამ წლის ბოლოს ჩინური კომპანია „სინოვაკ ბიოტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 1,9 მილიონი დოზა შეუკვეთა. უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაქცინის 700 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს.