ბრიჯიტ ბრინკი: აშშ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე პარტნიორებთან ურთიერთობას განაგრძობს

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების შექმნის საკითხი განიხილეს.

„უკრაინა მზად არის, მოახდინოს მარცვლეულის ექსპორტი გაჭირვებულ ქვეყნებში; შეერთებული შტატები აგრძელებს პარტნიორებთან ურთიერთობას მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის მიზნით“, - წერს ბრინკი.

როგორც ცნობილია, 13 ივლისს სტამბოლში გაიმართა შეხვედრა თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო დელეგაციების, ასევე, გაეროს დელეგაციის, მონაწილეობოთ. მიღწეულია შეთანხმება უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა, სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნა.