გერმანიაში დახურულ სივრცეში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება, მაგრამ კარანტინ აღარ იმოქმედებს და არც სკოლები დაიხურება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა. მინისტრმა კომენდანტის საათის დაწესებაც გამორიცხა.
Morgen Post-თან ინტერვიუში ბუშმანმა განაცხადა, რომ ვიდრე COVID19-ის პანდემიის ზაფხულის ტალღა იკლებს, ხელისუფლება ემზადება შემოდგომასა და ზამთარში კოროვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის, რომლებსაც ის პარლამენტს დასამტკიცებლად სექტემბერში წარუდგენს. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის სავალდებულო ტარება იქნება.
მისივე თქმით, კოალიცია დათანხმდა, რომ პანდემიის მესამე წელს, იზოლაცია და სკოლების დახურვა შემზღუდავ ღონისძიებებს შორის აღარ იყოს.