აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის დანიშვნას გეგმავს.აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მერიკ გარლანდი კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა „რესპუბლიკელებმა“ მას მხარი არ დაუჭირეს.