ნიკარაგუას ზოოპარკში თეთრი ბენგალური ვეფხვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბელი მდედრობითი სქესისაა და მას ნივესი (თოვლი) დაარქვეს. ბელს ზოოპარკის დირექტორის მეუღლე ზრდის, მას შემდეგ, რაც დედამისმა მისი გამოკვება ვერ შეძლო და მასზე უარი თქვა.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა ედუარდო საკასამ აღნიშნა, ნიევსი პირველი თეთრი ბენგალური ვეფხვია, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში დაიბადა.
დირექტორის თქმით, ნივესის დედა ყვითელი და შავი ფერის ბენგალური ვეფხვია, რომელიც ხუთი წლის წინ ცირკიდან გამოიხსნა.