რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.