საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შსახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.
ვაშინგტონის მერის განცხადებით, კომენდანტის საათი 6 იანვრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 06:00 საათამდე იმოქმედებს.
მანამდე დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.