ამერიკელი მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოში იმყოფება

მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით, მერვედ ჩამოვიდა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება.

May be an image of 4 people, people standing and indoor

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მოსამართლე სტადერდ! სასამართლოს რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით მერვედ ჩამოვიდა.

ამერიკელმა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) სამუშაო შეხვედრებში, რათა ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეების, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა.

May be an image of 7 people, people standing and indoor

მოსამართლე სტადერდი ეწვია ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებსაც, სადაც შეხვდა მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს და დააკვირდა ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას“, - აღნშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.