აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ტრამპი განცხადებას Twitter-ში აქვეყნებს.
"ყველას მოვუწოდებ კაპიტოლიუმში, შეინარჩუნონ სიმშვიდე. არა ძალადობას! დაიმახსოვრეთ, ჩვენ კანონის მხარეს ვართ და ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს მას" - წერს ტრამპი .
შეგახსენებთ რომ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.