თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ამასთან, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.