საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.
„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.