ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
"ძალადობა და დესტრუქცია აშშ-ის კაპიტოლიუმში უნდა შეწყდეს და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ნებისმიერმა მონაწილემ პატივი უნდა სცეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ შენობა." - წერს პენსი.
მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.