აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.
ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.